თუ გსურთ, თქვენი კორპორატიული ივენთები უფრო მხიარული, საინტერესო და ემოციური გახადოთ — ითამაშეთ ტრივიადა!

თიმბილდინგებისა და კორპორატიული ღონისძიებების უმეტესობა ერთმანეთს ჰგავს — ახალი ლოკაცია, ნაცნობი აქტივობები და თითქმის არაფერი ახალი.

შექმენით განსხვავებული გამოცდილება თქვენი გუნდისთვის. გაერთეთ, იფიქრეთ, იკამათეთ და ერთად გამოსცადეთ თქვენი ცოდნა — ტრივიადასთან ერთად!


ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენს გუნდს დაუვიწყარი ემოციები აჩუქოთ.

სპორტული ჟინი, გუნდური სულისკვეთება და ის ემოციები, რომლებსაც ერთად მიიღებთ, მხოლოდ ერთი საღამოს მოგონებად არ დარჩება. სწორედ ეს არის თიმბილდინგის მთავარი მიზანი — განიტვირთოთ, გაერთოთ და ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტად დაახლოვდეთ, რათა მომდევნო სამუშაო დღეს უფრო ერთიან, მოტივირებულ და შეკრულ გუნდად დაბრუნდეთ.


რა არის ჩვენი შეთავაზება?

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი Trivia სერვისით ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე.

ღირებულება განისაზღვრება არჩეული პაკეტის ფასისა და ლოკაციამდე მგზავრობის ხარჯის მიხედვით.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ:

  • სტანდარტული Trivia საღამო
  • სრულად თქვენზე მორგებული ივენთი
  • კონკრეტულ თემატიკაზე შექმნილი Trivia
  • თამაშის ფორმატი და შინაარსი, რომელიც თქვენი გუნდის ინტერესებსა და ღონისძიების მიზნებს მოერგება

თქვენი გუნდი, თქვენი ლოკაცია, თქვენი წესები — ჩვენ კი ვიზრუნებთ იმაზე, რომ საღამო ნამდვილად დასამახსოვრებელი გახდეს.

ჩვენი გუნდი გელით!

+995 551 51 11 54

info@triviada.com